Cosmicus Quanticus Cerebrum
მიკრობიომი (microbiome) - მსოფლიო/პლანეტარული ბიომის ნაწილი (worldbiome/planetarybiome) ან Cosmicus Quanticus Cerebrum (მსოფლიო კვანტური გონი) - მოკროორგანიზმების გაერთიანება, რომელიც ქმნის ეკოსისტემებს, ყველაზე მარტივი ერთუჯრედიანებიდან ფიზიოლგიურად და მორფოლოგიურად ურთულეს ძუძუმწოვრებამდე. მათ აერთიანებთ ერთობლივად თანაარსებობის პრინციპი მათ მიერვე შექმნილ სამყაროში. Cosmicus quanticus cerebrum აერთიანებს მიკროორგანიზმების ყველა ტაქსონომიურ ჯგუფს, ვირუსებს, არქეებს, უმდაბლეს და უმაღლეს ევკარიოტებს, მათ გენომებს(მათ შორის გენებს), უჯრედების ორგანელებს, რომლებიც ქმნიან ყველა ცოცხალ არსებას სამყაროში და ჩვენს პლანეტაზე, თვითონ ადამიანის ჩათვლით, - ერთ საარსებო გარემოში.
Homo Sapiens - მიკრობიომის ქმნილება, ფიზიოლოგიურად უფრო მეტად რთული ორგანიზმი, რომელსაც მინიჭებული აქვს აზროვნების უნარი. სამყაროში შეიძლება არსებობდეს მრავალი მიკრობიომი, რომლებსაც აერთიანებს გლობალური Worldbiome, იგივე შემოქმედი, იგივე კოსმიკუს კვანტიკუს ცერებრუმ (ლათ.Сosmicus quanticus cerebrum) - მსოფლიო კვანტური გონი და სხვა არაფერი. არაცოცხალი მატერია არ არსებობს. ეს არის მატერია, რომელსაც ფიზიკური თვისებების ცვლილებების დაქვეითებული სიჩქარე აქვს და შეუმჩნეველია ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. ტერმინს ჭეშმარიტი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ შემოღებულია რეალობის აღქმის გასამარტივებლად და ამახინჯებს Сosmicus quanticus cerebrum -ის სამყაროს.