100
მიწის სამუშაოები
ნაყოფიერი გრუნტის მოტანა:
წინასწარ მომზადებული გრუნტი;
ბუნებრივი გრუნტი.
ლანდშაფტის დიზაინში მას იყენებენ მრავალჯერადად - ბილიკების დაგების, ალპური გორაკების შექმნის, მცირე არქიტექტურული ფორმების აგების, გრუნტის ფორმირების, დრენაჟის გაკეთების დროს.
ქვიშის მოტანა
კარიერული ქვიშა მოიპოვება კარიერებზე. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ქვები და თიხა. ასეთი ქვიშა გამოიყენება საძირკვლისა და გზების მშენებლობისას. რადგან მასში ბევრია ქვა, ქვიშას ცრიან.
მდინარის ქვიშა მოიპოვება მდინარეებში. მის შემადგენლობაში არ არის თიხა და პრაქტიკულად არ არის ქვები.
გარეცხილი ქვიშა ირეცხება წყლით თიხისა და მტვრისგან.
გაცრილი ქვიშა იცრება და სუფთავდება ქვებისგან.
კვარცის ქვიშა. მის შემადგენლობაში შედის ბევრი კვარცი. აქვს ღია რძისფერი შეფერილობა. მოიპოვება კარიერებზე.
ჩვენ ვიყენებთ ფხვიერ მასალას ლანდშაფტის დიზაინისთვის, გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის.
ღორღის მოტანა
გრანიტის ღორღი - მასალა, რომელიც მიიღება მთის მყარი, მასიური ლოდების დამსხვრევით. მერე ცრიან და ყოფენ ფრაქციებად.
ხრეშის ღორღი მიიღება ფხვიერი ქანებისგან. გრანიტისგან განსხვავებით, რომელსაც მახვილი კუთხეები აქვს, ღორღის ეს სახეობა იქმნება მომრგვალებული ქვებისგან, მისი დამსხვრევის გზით. ხრეშის ღორღი სიმტკიცით ჩამორჩება გრანიტის ღორღს, მაგრამ ხრეშის ღორღს უფრო დაბალი რადიაქტიური ფონი აქვს.
კირქვის ღორღი. კირქვა ჩვეულებრივ მასაა, რომელიც განლაგებულია პლასტებად. კირქვის ღორღს ასევე იღებენ დამსხვრევის გზით. ღორღის სხვა სახეობებთან შედარებით კირქვის ღორღი ეკოლოგიურად სუფთა მასალად ითვლება, მაგრამ მისი სიმტკიცე გაცილებით დაბალია სხვა სახეობებთან შედარებით.
შავმიწა ნიადაგი - ეს არის ნაყოფიერი ნიადაგის ფენა, რომელიც წარმოიქმნება კლიმატისა და მცენარეულობის გარკვეული შეხამებით. მიწის განოყიერებითა და მასში ტორფისა და ნეშომპალას შეტანით ვერასდროს ვერ მიიღებთ შავმიწა ნიადაგს. გამოსავალი ერთია - შავმიწა ნიადაგის მოტანა მისი წარმოქმნის ადგილიდან.
შავმიწა ნიადაგის მოტანა
ტორფის მოტანა
დაბლობის ტორფი შედგება ხეებისა და ბალახეული მცენარეების დამპალი ნარჩენებისგან. დაბლობის ტორფი უფრო ნოყიერია, ვიდრე მაღლობის. დაბლობის და გარდამავალი ჭაობის ტორფები ხასიათდება მაღალი ნაცრიანობით, მცირე თბოუნარიანობით, მჟავე ან სუსტმჟავე არეს რეაქციით, საკვები ნივითერებების მაღალი შემცველობით, მიკროელემენტების სიმდიდრით.
მაღლობის ტორფი ძირითადად შედგება სფაგნუმის, ჭაობის ბამბის, ჭაობის იელის ნარჩენებისგან, ხასიათდება დაბალი ნაცრიანობით, მაღალი თბოუნარიანობით, მაღალი წყალტევადობით.

წარადგინეთ თქვენი განაცხადი

ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს