100
კეთილმოწყობის პროექტი და გამწვანება
ლანდშაფტის დიზაინის მომსახურების ფასწარმოქმნა შეიძლება პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ:
ლანდშაფტის პროექტის ფასწარმოქმნა
პროექტის რეალიზაციის ფასწარმოქმნა
კონსულტატიური სამსახური და ნაკვეთის მომსახურება
ლანდშაფტის პროექტის ფასწარმოქმნა
პირველ შეხვედრაზე ხდება გაცნობა, ობიექტის მდგომარეობის პირველადი ანალიზი, არსებული დოკუმენტაციის გაცნობა, სასურველი შედეგის გამოვლენა, ფოტოფიქსაცია, ხელშეკრულების დადება.
ლანდშაფტის პროექტირების ღირებულება დამოკიდებულია:
საპროექტო ნაკვეთის ფართობზე;
საპროექტო ნაკვეთის რელიეფზე( სიმაღლეთა სხვაობა);
პროექტის შემადგენლობაზე.
ფართობი პირველი ფაქტორია ლანდშაფტის პროექტის ფასწარმოქმნაში. ნაკვეთის ფართობის ზრდის მიხედვით იზრდება მისი პროექტირების ღირებულებაც. ჩვენს კომპანიაში ამოსავალ წერტილად მიღებულია ჩაითვალოს 1000-2000 კვ.მ.
ნაკლები ფართობის ნაკვეთის ღირებულება მაინც უთანაბრდება 1000 კვ.მ-ს, რადგან მცირე ფართობის ნაკვეთების პროექტირება ხშირად ბევრად უფრო რთულია, შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს.
დიდი ფართობის ობიექტების (10 000 კვ.მ. და მეტი) პროექტირებისას მოქმედებს ფასდაკლება. რაც მეტია ფართობი, მით მეტ ფასდაკლებას იღებს დამკვეთი.
მომდევნო ფაქტორია საპროექტო ნაკვეთის რელიეფი - რაც უფრო რთულია რელიეფი, რაც უფრო დანაწევრებულია, რაც მეტია სიმაღლეთა სხვაობა ნაკვეთზე, მით მეტია პროექტირების ღირებულება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ლანდშაფტის პროექტის ფასწარმოქმნაზე მოქმედებს, არის მისი შედგენილობა.
ჩვენ გთავაზობთ ლანდშაფტის პროექტის შედგენილობისთვის ფასების სამ კატეგორიას:
standard
standard+
maxi
ასარჩევად აუცილებელია იცოდეთ, რისი ნახვა გინდათ საბოლოოდ ნახაზებში.
ამისთვის საჭიროა რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ყოველი შემთხვევის დროს ინდივიდუალურია. კონკრეტულად რისი შეცვლა გინდათ თქვენს ნაკვეთში? როგორი უნდა იყოს ადამიანის ჩარევის წილი ლანდშაფტის შეცვლაში? რა დოკუმენტაცია არსებობს(თუ არსებობს)? ვინ განახორციელებს პროექტს? საჭიროა თუ არა სამუშაო დოკუმენტაცია? საჭიროა თუ არა პროექტის ვიზუალიზაცია და რა სახით? ხელით შესრულებული ესკიზები გჭირდებათ თუ დეტალური 3D ვიზუალიზაცია? ვინ მოუვლის ბაღს? და ა.შ.
პროექტების ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ (გადასვლა ლანდშაფტის პროექტის ფასწარმოქმნის განყოფილებაზე). ფასები განსხვავდება წარმოდგენილი მასალის შემადგენლობის მიხედვით პროექტის დამკვეთისთვის ჩაბარების დროს. პროექტის თითოეული სახეობის რედაქტირება შესაძლებელია თქვენი სურვილების მიხედვით.
პროექტის რეალიზაციის ფასწარმოქმნა
მასალის ღირებულება და მოტანა;
პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო სამუშაოების ღირებულება.
პროექტის ნახაზის მიხედვით პუნქტები შეიძლება შეიცვალოს.
რეალიზაციის ფასწარმოქმნაში შედის:
ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობაზე;
რეალიზაციისთვის საჭირო სამუშაოების მოცულობაზე;
პროექტის რეალიზაციის ღირებულება დამოკიდებულია:
გამოყენებული მასალების ხარისხზე;
პროექტის სირთულეზე.
პროექტის რეალიზაციისთვოს საჭირო სამუშაოების ღირებულებაში შედის:
სადრენაჟო სისტემის შექმნა;
მოსამზადებელი სამუშაოები:
  • ტერიტორიის გაწმენდა სამშენებლო ნაგვისგან,
  • გრუნტის გადაადგილება მექანიზებული მეთოდით და ხელით,
  • სანიტარული ჭრა, კრონირება, არსებული ნარგავების გაკაფვა (საჭიროების შემთხვევაში),
  • ნაგვის დახარისხება, კონტეინერებში ჩატვირთვა და შემდეგ უტილიზაცია,
  • ნაკვეთის ვერტიკალური დაგეგმარება.
ავტომატური მორწყვის სისტემის მოწყობა;
სანიაღვრე კანალიზაციის ორგანიზება;
განათების სისტემის შექმნა;
საგზაო და საბილიკო ქსელის ორგანიზაცია;
დაპროექტებული მცენარეების დარგვა;
გაზონის მოწყობა;
მცირე არქიტექტურული ფორმის საინჟინრო ნაგებობების მოწყობა(საყრდენი კედლები, წყალსატევები, ნაკადულები და ა.შ.)
კონსულტატიური სამსახური და ნაკვეთის მომსახურება
ავტომატური მორწყვის სისტემის კონსერვაცია და გაშვება;
წყლის ობიექტების (ტბორების, ნაკადულების, კასკადების და ა.შ.) მოწყობილობების მომსახურება, კონსერვაცია და გაშვება.
ნაკვეთის ზომის მიხედვით ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი ბაღის მომსახურება სანერგე მასალის ღირებულების 2- 8%-ია. მასში შედის:
გასვლა ობიექტზე, ბაღის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება.
ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და სხვლა-ფორმირება;
ბაღის დამუშავება დაავადებებისა და მავნებლების მოსაშორებლად;
ნიადაგში ორგანული დ მინერალური სასუქების, სიმულატორების შეტანა და შეწამვლა;
სარეველების მოსაშორებლად გაზონის დამუშავება ჰერბიციდებით, გაზონის ვერტიკულაცია.
ზამთრის სეზონის შემდეგ მულჩირებული საფარის აღდგენა.
ლანდშაფტის დიზაინერის მიერ შექმნილი ყოველი ობიექტი უნიკალური და ინდივიდუალურია. ჩვენ ვმუშაობთ განსხვავებული საფასო კატეგორიებით და მზად ვართ, კლიენტს შევთავაზოთ ნებისმიერი საფასო პოლიტიკა.
ლანდშაფტის პროექტირების ფასები
ლანდშაფტის პროექტირება
საპროექტო სამუშაოები სრულდება მხოლოდ ობიექტზე გასვლის შემდეგ. ვითვალისწინებთ არსებულ რელიეფსა და დამკვეთის სურვილებს
წარადგინეთ თქვენი განაცხადი
ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს