100
ნიადაგის აღდგენისა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანის ლაბორატორია დოქტორ ქობალიასთან ერთად
Food and Agricultural Organization-ის (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ინფორმაციის თანახმად 2050 წლისთვის საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა 60%-ით, განვითარებად ქვეყნებში კი თითქმის 100%-ით გაიზრდება. როგორც ჩანს, მართლაც ასე მოხდება, რადგან ოფიციალური მონაცემებით ნიადაგის 33% დეგრადირებულია ზომიერიდან ღრმა ეროზიის დონემდე საკვები რესურსების ამოწურვის, დამლაშების, ტენიანობის ნაკლებობისა და ტოქსიკური ნივთიერებებით ქიმიური დაბინძურების შედეგად. ისეთი ფასეული ბუნებრივი რესურსის დეგრადაციის ტემპები, როგორიც ნიადაგია, იმდენად დიდია, რომ მომავალში არა მხოლოდ გლობალური მასშტაბების ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა იწვევს ეჭვს, რომელიც საკვების წარმოებას ეხება, არამედ საეჭვოა ელემენტარული სანიტარული ეკოლოგიის განხორციელებაც კი. გამოთვლილია, რომ არარაციონალური გამოყენების შედეფად უკვე დაკარგულია 3 მილიარდი პროდუქტიული მიწის რესურსი, ეს მეტია, ვიდრე მთელი ახლანდელი სათესი ფართობი. ნიადაგების დეგრადაციის ძირითად ფაქტორებადუდავოდ ითვლება ტოქსიკური შენაერთების მუდმივად გაზრდილი რაოდენობა, მიწის რესურსების გამოყენების არარაციონალური ტექნოლოგიები. მიწის დეგრადაციის ბუნებრივი ფაქტორებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს წყლისმიერი ეროზია, რომელიც იწვევს ნიადაგის საფარის დარღვევასა და დაშლას. ეჭვგარეშეა, რომ დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს ქარისმიერი ეროზიაც. განსაკუთრებით სტეპების რეგიონებში და იმ ადგილებში, რომლისთვისაც მტვრის ქარიშხალია დამახასიათებელი. ამ ფაქტორების ზემოქმედებით გარდა ეროზიისა, შეინიშნება დარჩენილი ნიადაგის გაღარიბება, რომელიც არსებითად აქვეითებს მის იმუნურ სისტემას. 15 საკვები ნივთიერებიდან ნებისმიერის ნაკლებობამ, რომელიც მცენარის ზრდისა და სრულფასოვანი მოსავლის მოსაღებად არის საჭირო, შეიძლება პროდუქციის ხარისხის მნიშვნელოვანი დაწევა და გაუარესება გამოიწვიოს. იმავე FAO-ს მონაცემებით, ნიადაგი, როგორც რესურსი, რომელიც მუდმივად გამოიყენება, იფიტება და აღარ განახლდება, ღრმა ეროზიის შემთხვევაში სრული აღდგენისთვის მოითხოვს დიდ დროს. ნიადაგისთვის ზოგიერთ არახელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატურ ზონებში კი პერიოდს, რომელიც შეესაბამება ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობას. FAO -ს ნებისმიერი ინფორმაციის ძალიან მაღალი ავტორიტეტის მიუხედავად არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეროზიული ნიადაგის აღდგენის პრობლემა შეიძლება მნიშვნელოვნად უფრო მოკლე ვადებში გადაწყდეს ნიადაგის ელემენტარული ორგანიკითა და სელექციურად შერჩეული მიკრობული კონსორციუმებით(ბაქტერიები, მიცერალური სოკოები, აქტინომიცეტები) ხელოვნურად გამდიდრების გზით, არსებულ კლიმატურ პირობებზე დაყრდნობით.

ნიადაგის დეგრადაციის დონე შეიძლება სხვადასხვა იყოს. ჩვეულებრივი კლასიფიკაცია მოიცავს ოთხ შემდეგ გრადაციას: სუსტი(მსუბუქი), ზომიერი, მაღალი და ძალიან მაღალი დონე. გაეროს მონაცემებით, ძალიან მაღალი დონის გავრცელება, როცა ნიადაგის საფარი ფაქტობრივად სრულიად დაშლილია, მასშატაბური არ არის. მაგრამ ძლიერად დეგრადირებული სახნავი მიწების 1%-იც კი მთელი პლანეტის მასშტაბით 16 მილიონ ჰექტარს შეადგენს. მაღალი და ზომიერი დეგრადაციის დონეს ექვემდებარება სახნავი მიწების თითქმის 2/3.

უცხოურ გამოცემაში Kvesitadze G., Potemkin A.; edited by Sadunishvili T. (2023) Homo Sapiens and the Technogenic Environment (https://www.facebook.com/Alexander-Potemkin-Freie-Literarische-B%C3%BChne-100922358747074/) წარმოდგენილია ბიოლოგიური კონცეფცია, როგორც მუდმივად მოქმედი ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია. მან უნდა აღადგინოს ეროზიული ნიადაგი, განახორციელოს მონიტორინგი და გააუმჯობესოს ეკოლოგიური ბალანსი ტოქსიკური შენაერთების დეგრადაციის გზით, ნიადაგის მეტაბოლური პროცესების ინტენსიფიკაციის ხარჯზე რიზოსფერული მიკროორგანიზმებისა და მცენარეთა ფესვების სისტემის დეტოქსიკაციური პოტენციალის გამოყენებით. მოყვანილია უამრავი მაგალითი, რომლებიც ადასტურებს მათი ინდივიდუალური და ერთობლივი გამოყენების ეფექტურობას ნიადაგის განსხვავებული სტრუქტურების კონტამინანტებისგან გასუფთავების დროს. ფაქტობრივად შემოთავაზებული კონცეფცია ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესის ინტენსიფიკაციაა, რომელიც ემყარება მიკროორგანიზმებისა და მცენარეების სინერგიულ უნარს, ერთად განახორციელონ ბუნებრივი და ანთროპოგენური შენაერთების დეგრადაცია ჩვეულებრივ პირობებში.

ნიადაგი პლანეტის უკიდურესად თხელი ფენაა, რომელიც სხვადასხვა ნაწილში 20-დან 150 სმ-ს უტოლდება. ის გარს აკრავს მთელ ხმელეთს და აკისრია კოლოსალური, სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოსავლის, ეკოლოგიური ბალანსისა და მთლიანად კაცობრიობის კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხში. პლანეტის სხვადასხვა ნაწილში ნიადაგის ფუნქციონალური აქტივობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნიადაგის იმ შრეების ბიოლოგიური ფუნქციების შეფასების დროს, რომლებიც კიდევ უფრო ღრმადაა განთავსებული (2 მეტრი და მეტი), უნდა ითქვას, რომ ამ სიღრმეებშიც კი შეინიშნება ნიადაგქვეშა შრის გარკვეული ტრანსფორმაციული აქტივობა, რომელიც ძირითადად მიკროორგანიზმების მოქმედებითაა განპირობებული. ამ შრის ეკოლოგიური ფუნქციის ტექნოლოგიური შეფასების დროს, რომლის სიღრმეც 4-6დან 10 მეტრს უტოლდება, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აქ გადის ზღვარი თითქმის მთელი სამყაროს სიცოცხლისუნარიან, მეტაბოლურად აქტიურ ნიადაგის ზედა ნაწილსა და პლანეტის ბიოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უფრო ინერტულ ნაწილს შორის.

როგორც ცნობილია, ნიადაგი ეს არის ძირითადად ჰუმუსი პლიუს მინერალები განსხვავებული შეფარდებებით. თუმცა გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაციის გამო ხაზი უნდა გავუსვათ დედამიწის ქერქის ნიადაგისა და ნიადაგქვეშა ნაწილის გაზრდილ, უკიდურესად მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარი ტოქსიკური შენაერთების დეტოქსიკაციას გულისხმობს. თუ კარგად გავერკვევით ნიადაგის ფუნქციონალურ აქტივაბაში, უნდა აღინიშნოს, რომ ხდება ნიადაგის როგორც შიდა, ისე გარეთა ნაწილის პერმანენტული გამდიდრება უჩვეულო, ტოქსიკური, ტექნოგენური კომპონენტებით.

იმისათვის, რომ შეგვქმნას თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენა, თუ როგორი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა გვიწევს სინამდვილეში, მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს. არსებული მონაცემებით, გადამუშავებული წიაღისეულის წლიური მოცულობის გამო, რომელიც 100 მილიარდ ტონას შეადგენს, გარემოში ხვდება თითქმის 10 ათასი დასახელების ანთროპოგენური ქიმიური შენაერთები, მათ შორის: 60 მლნ ტონა სინთეტიკური კომპონენტები; 700-800 მლნ ტონა მინერალური სასუქი; 5 მლნ ტონა პესტიციდები; 50 მლნ ტონა რკინა; 500 მლნ მ3 გადამუშავებული თხევადი მასა. გარდა ამისა, წარმოების პროცესში რჩება 10 მილიარდ ტონამდე მყარი ნარჩენები, ანუ წიაღისეულის საწყისი რაოდენობის 10%.

პლანეტა არსებული აგრარული და ეკოლოგიური პოტენციალის ანალიზისა და დაგეგმარების ერთიან სისტემად უნდა გადაიქცეს. ეკოლოგიური ტექნოლოგიების რეალიზაცია კი, ისე რომ ბუნების ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უდაბური მიწების დიდი მასივების ათვისებისა და ნაკლებმოსავლიანი მიწების განაყოფიერების საქმეში.

სრულიად სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ ჯანსაღი და ნორმალური ფუნქციური ნიადაგი მთელი ბუნების იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია და ამასთანავე კოლოსალურ ეკოლოგიურ როლს ასრულებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - Food and Agricultural Organization -ის 2019 წლის მონაცმებით, ნიადაგი ყოველწლიურად გვაძლევს 760 მლნ ტონაზე მეტ ხორბალს, 510 მლნ ტონა ბრინჯს, 1100 მლნ ტონა სიმინდს, 350 მლნ ტონა კარტოფილს, 175 მლნ ტონა შაქარს, 335 მლნ ტონა ხორცს, 852 მლნ ტონა რძეს და სხვა უამრავ აგრარულ პროდუქციას.

გაეროს მდგარადი განვითარების მიზნების მონაცემთა ბაზისა და სხვა ღია წყაროების მონაცემების მიხედვით, პლანეტაზე დეგრადირებული მიწების მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ჰა-ს, ან წარმოდგენილი ქვეყნების ხმელეთის საერთო ფართობის 23,83 % - ს. ბუნებრივი გზით ამ ნიადაგების აღდგენისთვის საჭიროა რამდენიმე ათეული წელი და მათი გათავისუფლება ადამიანის ანროპოგენური მოღვაწეობის ზემოქმედებისგან. ამ ნიადაგების რეაბილიტაციის უფრო სწრაფი ტემპები მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ, შრომით, მატერიალურ და ენერგეტიკულ რესურსებს და ეფექტურ ინოვაციურ ტექნოლოგიებს. წინააღმდეგ შემთხვეავში ეს ნიადაგები შეავსებენ უნაყოფო მიწების ფონდს და მათ წილს მიწის საერთო ბალანსში 17,2 %-დან 41,03%-მდე გაზრდიან. დედამიწის მოსახლეობის უკონტროლო ზრდის პირობებში ადამიანის ანთროპოგენური მოქმედება გაძლიერდება, რაც მანამდე ხელუხლებელი ტერიტორიების დამატებით ათვისებამდე და ნიადაგის სრულ დეგრადაციამდე მიგვიყვანს. საბოლოოდ კაცობრიობის დაღუპვა გარდაუვალია. ნაყოფიერი ნიადაგების მუდმივი შემცირება და ნაკლებობა პლანეტაზე ასეთი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პირობებში (8-10 მილიარდი ადამიანი) აუცილებლად გამოიწვევს კაცობრიობის დაღუპვას.
წარადგინეთ თქვენი განაცხადი
ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს