100
რეკომენდაციები ბიოჰუმუსის გამოყენებისთვის
მკვდარი ნიადაგის აღდგენისთვის HUMUS BIOCOMPLEX OASIS - ის შეტანის ნორმა შეადგენს 4,5-6 ტონას 1 ჰა-ზე.
პატარა მცენარეები - ორმოს მოცულობის 1/6. უკვე დარგული მცენარეების შემთხვევაში საჭიროა ფესვების ირგვლივ დაფარცხვა, და სასუქის შეტანა 350 გ/კვ.მ-ზე.
ბუჩქები - ორმოს მოცულობის 1/5 დარგვის დროს, შემდეგ - ვარჯის დიამეტრზე - 350 გ/კვ.მ-ზე წელიწადში.
ხეები - დარგვის დროს ორმოს 1/4, შემდეგ ყოველ წელს 350 გ/კვ.მ-ზე ვარჯის საზღვარზე.
HUMUS BIOCOMPLEX OASIS -ის შეტანა ღია გრუნტში შეიძლება ნებისმიერ დროს, გვიან შემოდგომაზეც კი, თანაც იმის შიშის გარეშე, რომ ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში ნიადაგის გამამდიდრებელი კომპონენტები დაიკარგება წვიმის და ნადნობ წყალთან ერთად.

ამ სასუქის პროლონგირებული მოქმედება მცენარეს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ნივთიერებით 4 წლის განმავლობაში.

უფრო ეფექტურია HUMUS BIOCOMPLEX OASIS - ის გამოყენება ნიადაგის მოსამზადებლად მრავალწლიანი მცენარეების დასარგავად, როგორიცაა: ვარდი, დეკორატიული ბუჩქები, დეკორატიული ბალახები, წიწვოვანი ხეების ნერგები და სხვ.
ნერგების გრუნტში გადარგვის დროს ორმოში უმატებენ 100-200გრ HUMUS BIOCOMPLEX OASIS -ს (შეიძლება მეტიც), და ურევენ მიწაში.
კარტოფილი - დაუმატეთ 100-200გრ HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ი (შეიძლება მეტიც), ყოველ ორმოში თესლთან ერთად.
კიტრის ჩითილების დარგვის დროს მცენარის ირგვლივ მიწა სასურველია იყოს მულჩირებული HUMUS BIOCOMPLEX OASIS- ის დამატებით(ფენის სისქე 1-2 სმ).
პომიდვრის დარგვის დროს ორმოში დაამატეთ 100-200 გრ.
მარწყვი ყვავის და მწიფდება 7-10 დღით ადრე, იქნება უფრო ბარაქიანი, ლამაზი, მიმზიდველი და ტკბილი, თუ გაზაფხულზე კვლებს HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ით გაუკეთებთ მულჩირებას.
ხეხილის ქვეშ მიწა ჯობია, არ დაბაროთ. ყოველ წელს ხეების ვარჯების ქვეშ დაამატეთ ჰუმუსის ფენა 2-3 სმ-ზე. ნაყოფი იქნება უფრო ლამაზი, მსხვილი, არომატული და გემრიელი.
დახურული გრუნტისთვის ჰუმუსის შეტანის დოზები იგივეა.
ქოთნებში ერთ კგ ნიადაგისთვის საჭიროა არა უმეტეს 200-250 გრ. სხვადასხვა მცენარის შემთხვევაში აღინიშნება ფოთლის ზომის ზრდა 1,5-2-ჯერ საკონტროლო ზომასთან შედარებით. ფოთლებისა და ყვავილების შეფერილობის მომატებული ინტენსივობა, აქტიურად ვითარდება გვერდითი კვირტები, სწრაფად დგება ყვავილობის ფაზა.
ჩითილებისა და ოთახის მცენარეების მოსარწყავად ამზადებენ წყლიან ექსტრატს - „ჰუმუსის ჩაის": 1 ჭიქა HUMUS BIOCOMPLEX OASIS - ი ჩაყარეთ ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე ვედროში. კარგად აურიეთ და დატოვეთ დღე-ღამის განმავლობაში. ეს „ჩაი" შეიცავს თვითონ HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ის წყალში ხსნად ფრაქციებს(ვიტამინები, ფიტოჰორმინები, ჰუმატები, ფულვატები და სხვ.), აგრეთვე ნიადაგისა და მცენარისთვის სასარგებლო მიკროფლორას. ვედროში დარჩენილი ნალექის გამოყენება შეიძლება ოთახის ყვავილების დამატებითი კვებისთვის.
წიწვოვანი ან სხვა დეკორატიული მცენარეების გამოყვანის დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მცენარე იყოს ბუჩქოვანი და ფუმფულა - უქლორო HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ი საშუალებას იძლევა, მიაღწიოთ ამას მცენარის დაზიანების გარეშე.

HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ი ეფექტურია ყვავილების მოყვანისთვის როგორც ღია გრუნტში, ისე სახლის პირობებში.
მოცემულ ხსნარში შეიძლება და საჭიროც არის კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის თესლების ჩალბობა. ჩალბობის დრო - 12 საათი.

მაგალითად, თესლის გაღივების უნარი შეიძლება გაიზარდოს 95 %-მდე საკონტროლო თესლთან შედარებით, რომელიც უბრალოდ წყალში იყო ჩალბობილი (70%).

მცენარეების მოსარწყავად საკომპოსტე „ჩაის" ხსნარი კიდევ უნდა გაზავდეს 91 ჭიქა „ჩაი" + 2 ჭიქა წყალი). მორწყეთ ამ ხსნარით ჩითილები, ნერგები, აგრეთვე ყველა საბოსტნე კულტურა და ხეხილი. პროდუქციის მოსავლიანობა იზრდება დაახლოებით 33%-ით, დამწიფების ვადა კი მცირდება 10-15 დღით.

ასეთი საკომპოსტე „ჩაი" გამოიყენება ხეხილის შესაწამლად.. ვაშლის ხეების შეწამვლა ყვავილობის შემდეგ, ნასკვის ცვენის დროს, ყვავილების კვირტების გამოსვლის დროს, ნაყოფის ზრდის დროს(აგვისტოს დასაწყისი) ზრდის ხეების პროდუქტიულობას(ნაყოფი უფრო დიდი, ლამაზი, წვნიანი და და ტკბილია). კვირტების გამოსვლის დროს შეწამვლა დადებითად მოქმედებს მომდევნო წლის მოსავლიანობაზე. ხეხილის ქვეშ ნიადაგის HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ით მულჩირებასთან ერთად, ფენის სისქე 1-2 სმ, შეწამვლის შემდეგ ვაშლის, ალუბლის, ბლის, ქლიავის მოსავლიანობა ყოველწლიური ხდება. ჰუმუსის გამოყენების ასეთი მეთოდი ძალიან კარგად მოქმედებს ნაყოფის მომცემ ბუჩქებზე: ხურტკმელზე, მოცხარზე, ჟოლოზე, აგრეთვე ვაზზე.

HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ის გამოყენება შესანიშნავ შედეგს იძლევა დეკორატიულ მეყვავილეობაში. ხელს უწყობს ჩითილების უფრო ადრე გამოყვანას, აუმჯობესებს მის სიცოცხლისუნარიანობას, ყვავილობის უნარს, ზრდის ყვავილების დიამეტრს და მის ნამატს ბუჩქებზე.

HUMUS BIOCOMPLEX OASIS-ი ხელს უწყიბს ფესვების წარმოქმნას, ფესვებისა და დაკალმებული მცენარეების მიწის ზედა ნაწილის ზრდას. ყვავილოვანი კულტურების „ჩაის" სამჯერადი შეწამლვა 7-8 დღის ინტერვალით იწვევს ზრდის დაჩქარებას, აძლიერებს ფითლების შეფერილობის ინტენსივობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყვავილების დეკორატიულ სახეს.
წარადგინეთ თქვენი განაცხადი
ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს