100

Lumbricidae - ნიადაგის არქიტექტორები

არისტოტელე
«წვიმის ჭიები - მიწის ნაწლავებია»

ჩინეთში წვიმის ჭიებს «ნიადაგის ანგელოზებს» ეძახიან

ჩარლზ დარვინი
«წვიმის ჭიები - ნიადაგის კეთილშობილი მხვნელები»
წვიმის ჭიები, ანუ ჭიაყელები ქმნიან ნიადაგის აიროვანი ნაწილის 70%-ს
ერთი ზაფხულის განმავლობაში 100 ჭიას ნიადაგში კილომეტრის სიგრძის ხვრელი გაჰყავს
დღე-ღამეში 1 ჰა ფართობზე წვიმის ჭიები ამუშავებენ 0,5 ტონა ნიადაგს (თუ ჭიების რიცხვი 1 ჰა-ზე 1 00 000 ერთეულია, ერთი დიდი ჭიაყელა დღე-ღამეში საჭმლის მომნელებელ არხში ატარებს მიწის იმ რაოდენობას, რომელიც მისი სხეულის მასის ტოლია - საშუალოდ 0,5 გ.)
ერთ წელიწადში ჭიაყელები დაახლოებით 3 მმ სისქის ნიადაგის ფენას აყალიბებენ

ნაყოფიერი ნიადაგი ყოველთვის ცოცხალი ორგანიზმებით იქმნება.

წვიმის ჭია სულ ცოტა ხუთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს:
აფხვიერებს მიწას.
ნიადაგის დეტოქსიკაცია. წვიმის ჭიას სიმბიონტური საჭმლის მონელება აქვს. ის იკვებება ლპობადი ორგანიკით. მის შემადგენლობაში მიკროორგანიზმების უზარმაზარი რაოდენობაა, რომლებიც გამოყოფენ ტოქსინებს თავის დასაცავად. ჭიაყელას მიკროფლორა ხოცავს ამ მიკროორგანიზმებს და ანეიტრალებს ტოქსინებს.
წვიმის ჭია ნიადაგში პროცესებს ჰუმუსის წარმოქმნისკენ მიმართავს. ნიადაგის მიკრორგანიზმებს ჭამს და გამოყოფს კოპროლიტებს, რომლებმაც ბიოჰუმუსის დასახელება მიიღეს, რადგან ჰუმუსი ძირითადი კომპონენტია წვიმის ჭიის გამონაყოფში. მაგრამ ბიოჰუმუსში ცოცხლობენ მიკროორგანიზმები, რომელბიც ჭიის გარეთაც „აწარმოებენ" ჰუმუსს.
ნიადაგის სტრუქტურიზაცია. ჭიაყელას მიკროფლორა გამოყოფს ლორწოს. კოპროლიტებს - ჭიაყელას განავალს - უკვე აქვს პატარა გუნდის ფორმა. ბაქტერიები, რომლებიც ამ გუნდების ზედაპირზე ცოცხლობენ, გამოყოფენ ლორწოს. ეს ხელს უწყობს მიწის გუნდების გამსხვილებას. ჭიაყელას მიწაში მოძრაობის დროს ხდება ამ გუნდების გამსხვილება.
ლითოტროფის მიკროორგანიზმები უხვად მრავლდებიან სტრუქტურირებულ ნიადაგში, იღებენ ნიადაგიდან მინერალურ ნივითერებებსა და მიკროელემენტებს.
Homo Sapiens-მა აგროქიმიის გამოყენებით დაარღვია სისტემის ცოცხალ მონაწილეთა ურთიერთრეგულაციის ფაქიზი პროცესი - მცენარე - ნიადაგი - ნიადაგის ორგანიზმები. სწორედ ამიტომ ხდება პლანეტაზე ყოველი ცოცხალი არსების საყოველთაო დეგრადაცია.

მიწათმოქმედების კლასიკური მეთოდები, მათ შორის ღრმა ხვნა, ამცირებს წვიმის ჭიების რაოდენობას ნიადაგში მექანიკური დაზიანებების გამო, ჭიაყელები ნიადაგის ზედაპირზე ამოდიან და მტაცებლების მსხვერპლი ხდებიან. ჭიაყელების გვირაბების დანგრევა მეორადი ხვნის დროს იწვევს მათი პოპულაციის მნიშვნელოვან შემცირებას, ხვნა ცვლის ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობას, აგრეთვე ამცირებს საკვების რაოდენობას. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების დაკარგვა ჭიაყელების უფრო მეტად შესამჩნევ შემცირებას იწვევს. ზედაპირული ხვნა ისე არ ამცირებს წვიმის ჭიების რაოდენობას, როგორც ღრმა ხვნა. ნულოვანი დამუშავების მეთოდი ყველაზე უფრო ხელსაყრელია წვიმის ჭიებისთვის. ნიადაგში წვიმის ჭიების რაოდენობა აზრდება, თუ მოსავლის აღების შემდეგ მოუხნავი გრუნტის ზედაპირზე რჩება ნამჯა. როცა რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენება ნულოვანი დამუშავების მეთოდი, წვიმის ჭიების პოპულაცია იზრდება დაახლოებით 30-ჯერ, მაგრამ ეს პოპულაცია შეიძლება ნელ-ნელა შემცირდეს, რადგან ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობა განმსაზღვრელი ფაქტორია. აზოტის უფრო მაღალი მინერალიზაცია აღმოჩნდა ნიადაგში, სადაც ზედაპირული ხვნის მეთოდს იყენებდნენ, ვიდრე იმ ნიადაგში, სადაც კულტივაციის ჩვეულებრივი მეთოდები (ღრმა ხვნა) იყო გამოყენებული.

Lumbricidae - ს ოჯახის უფრო სრული მორფო-ეკოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც დღესაც გამოიყენება მსოფლიო ლიტერატურაში, შემოგვთავაზა მ.ბუშემ 1972 წელს. მან ჭიაყელები სამ ჯგუფად დაყო მათი ეკოლოგიური სტრატეგიის მიხედვით: epigeic - ჭიაყელები, რომლებიც ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე და ამით იკვებებიან; anecic - მსხვილი ჭიაყელები, რომლებიც ღრმად აღწევენ ნიადაგში ვერტიკალური გვირაბებით, მაგრამ იკვებებიან ზედაპირზე; endogeic - ჭიაყელები, რომლებიც უშუალოდ ნიადაგში ბინადრობენ და ნეშომპალათი იკვებებიან ნიადაგის ჰუმუსიან ჰორიზონტზე (Bouche, 1972; Fründ et al., 2010; Fierer, 2019).

ყველაზე გავრცელებული ნეხვის, მიწის, წვიმის ჭიები Eisenia fetida (სავაჭრო ნიშანი „Старатель" )ბინადრობენ ძირითადად სხვადასხვა ნეხვში, სკინტლში, ფეკალიებში, კომპოსტირებულ გროვებსა და ორმოებში, ორგანული ნარჩენების საყრელზე, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მუდმივად მულჩირებული ნიადაგია.

იშვიათად ასეთ ადგილებში შეიძლება შეგვხვდეს მიწის, წვიმის ჭიების სხვა სახეობები, რომლებიც ამ ორგანიკის 10-15 სანტიმეტრიან ფენაში ბინადრობენ:
Allolobophora longa - კანადური ჭიაყელა
Dendrobaena octaedra - დენდრობენა ოქტაედრა
Dendrodrilus rubidus - დენდრობენა რუბიდა, წითელი დენდრობენა
Eisenia Andrea - (სავაჭრო ნიშანი „წითელი კალიფორნიული ჭიაყელა")
Eisenia hortensis - სავაჭრო ნიშანი Dendrobaena, Dendrobaena Veneta)
ეს არის მიწის ზედაპირზე მობინადრე წვიმის ჭიების გავრცელებული სახეობები, რომლებსაც ტექნოლოგიურ წვიმის ჭიებს უწოდებენ. თბილი ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში ორგანული ნარჩენების ბიოჰუმუსად გადამუშავებისთვის იყენებენ სითბოსმოყვარულ, ზედაპირზე მობინადრე წვიმის ჭიებს: Eudrilus eugenia, Perionix excavatus.

წარადგინეთ თქვენი განაცხადი

ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს