100

Lumbricidae Eisenia colchidica optimum - ის ყიდვა

ОASIS VERITAS-ი ფერმერებსა და მეწარმეებს, აგრეთვე მსხვილ ბიზნესს სთავაზობს ვერმიჰუმუსის წარმოების ტექნოლოგიას. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ორგანული ნარჩენების გადამუშავებას წვიმის(მიწის) ჭიების სპეციალური სახეობის -Lumbricidae Eisenia colchidica optimum-ის მეშვეობით, რომელიც სამეცნიერო-ექსპერიმენტულ ლაბორატორიაშია გამოყვანილი Dr. Kobaliia - ს ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოში გავრცელებული პოპულაციების შეჯვარების გზით. ესაა კოლხეთის წვიმის ჭიები A. Pseudonematogena, კოლხეთის დაბლობის წყალხმელეთა სახეობები E. Colchidica, E. Tetraedra, N.dubiosus, H. patriarchalis და კომპოსტის ჭიაყელები E. foetida.

ОASIS VERITAS -ის ვერმიტექნოლოგიაში გამოყენებული ლუმბრიციდები აერთიანებს ნაკელის, მიწის და კიდევ ბევრ სხვა ჭიას. დიგელის მიხედვით (1975) ისინი მიეკუთვნებიან წვიმის ჭიების ოჯახს (Lumbricidae). რიგი - უმაღლესი მცირეჯაგრიანები, კლასი - მცირეჯაგრიანები, ქვეტიპი - სარტყელიანები, ტიპი - რგოლოვანები, ქვესამეფო - მარვალუჯრედიანები, სამეფო - ცხოველები.

ეკოლოგიური თავისებურები. E. Colchidica, E. Tetraedra, N.dubiosus, H. patriarchalis - ცხოვრების წესის მიხედვით ამფიბიონტები არიან და ნოტიო ნიადაგში ბინადრობენ წყაროებსა და ნაკადულებთან ახლოს, აგრეთვე ჭაობიან ნიადაგში. თუმცა მაღალი და დაბალი მთის ტყეთა ლანდშაფტებსა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეგროვებული ლუმბრიციდები ზომით ჩამორჩებიან კოლხეთის დაბლობზე შეგროვებულ ჭიებს.

Lumbricidae Eisenia colchidica optimum -თვის დამახასიათებელია ფორმის განსხვავებული ნიშნები და სხეულის აგებულება.

სხეული ძლიერ გამოზნექილია, განივ კვეთში მომრგვალებული. სხეულის წინა, ანუ თავის ნაწილი უფრო მსხვილია, ძლიერი კუნთებითა და მუქი შეფერილობით; უკანა, ანუ კუდის ნაწილი - უფრო წვრილია და მკრთალი. თავის ნაწილში მოთავსებულია პირი, კუდის ნაწილში კი უკანა ტანის ხვრელი. ჭიაყელას მთელი სხეული დაფარულია ეპითელიუმით. ეპითელიუმი შედგება ჯირკვლოვანი და კამბიალური უჯრედებისგან, რომლებიც გამოყოფენ გამჭვირვალე ლორწოვან ფენას. ეს უზრუნველყოფს კანის ზედაპირის სიგლუვეს და ეხმარება ჭიაყელას გადაადგილების დროს.

Lumbricidae - ორსქესიანია (ჰერმაფროდიტები). მაგრამ გამრავლებისთვის აუცილებელია ინდივიდების შეწყვილება (კოპულაცია). ჭიაყელა მრავლდება მხოლოდ კვერცხების დადების გზით. კვერცხები მოთავსებულია განსაკუთრებულ ჭიის პარკებში. ოპტიმალურ პირობებში კვერცხების დადება ხდება 5-7 დღეში ერთხელ. შეწყვილების დროს ინდივიდები მუცლით ეხებიან ერთმანეთს, თავები ერთმანეთისკენაა შეტრიალებული. ერთ-ერთი ჭიაყელას სარტყელი თავსდება მეორე ჭიაყელას თესლის მიმღების პირდაპირ. ორივე ჭიაყელას სარტყლებიდან გამოიყოფა ლორწო, რომელიც მუფთსავით ეკვრის მათ. მამრი გამოყოფს სპერმას, რომელიც ხვდება მუფთის ლორწოვან გარსში, საიდანაც გადადის პარტნიორის თესლის მიმღებში. ამის შემდეგ ჭიაყელები შორდებიან ერთმანეთს. კვერცხების დადება და განაყოფიერება მოგვიანებით ხდება. როცა სპერატოზოიდები მწიფდება. სარტყლის მიდამოში ჭიაყელა წარმოქმნის ლორწოვან მუფთას, საიდანაც ყალიბდება ჭიის პარკი. პარკი სავსეა ცილოვანი მასით, რომელიც ჩანაწახის საკვების როლს ასრულებს. მუფთა ძვრება თავის ნაწილიდან, ამ დროს მასში ხვდება განაყოფიერებული უჯრედები და ჭიის პარკის ფორმირება სრულდება.
ჭიის პარკი ოვალური ფორმის მკვრივი კაფსულაა და ფორმით ლიმონს გვაგონებს. ახალდადებული ჭიის პარკის შეფერილობა ღია ყვითელია, მომწიფებულის - ყავისფერი. დიამეტრი 2-დან 4 მმ-მდეა. ჭიის თითოეულ პარკში კულტურის შენახვის პირობების მიხედვით შეიძლება განვითარდეს 2-დან 30-მდე კვერცხი. გამოჩეკილი ჭიაყელების სიგრძე 1მმ-ია, 6-7 დღისა კი უკვე 4-7 მმ-მდე იზრდებიან. ძაფივით წვრილები არიან, მკვეთრად გამოხატული წითელი ფერის სპინალური სისხლძარღვით. ჭიის პარკიდან გამოსვლის შემდეგ ისინი კვებას იწყებენ.

ჭიაყელების სისხლის მიმოქცევის სისტემა ჩაკეტილია და 2 მსხვილი (სპინალური და მუცლის ღრუს) სისხლძარღვისგან შედგება. სხეულის თითოეულ სეგმენტში ორი მსხვილი სისხლძარღვი შეერთებულია სისხლძარღვოვანი ნახევარრგოლებით. სისხლი რგოლოვან ჭიებს სისხლი წითელი აქვთ სისხლის თხევად ნაწილში (სისხლის პლაზმაში) ხერხემლიანების ჰემოგლობინთან ძალიან ახლოს მყოფი ნივთიერების არსებობის გამო.

სუნთქვის სპეციალური ორგანოები არა აქვს, ისინი სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქავენ. თხელი კუტიკულა და ნაზი კანის საფარველი, კანის სისხლძარღვების მდიდარი ქსელი საშუალებას იძლევა, გარემოდან შთანთქან ჟანგბადი. კუტიკულა კარგად სველდება წყლით, და ჟანგბადი თავიდან წყალში იხსნება. ეს ხელს უწყობს კანის შენარჩუნებას ნოტიო მდგომარეობაში.

გადამუშავებული საკვების ნარჩენები მცირე გრანულების - კოპროლიტების სახით გამოდის ანალური ხვრელიდან. კოპროლიტები შეიცავს ჰუმინურ ნივთიერებებს. (ჰუმინური მჟავები და მათი მარილები - ჰუმატები), რის გამოც ეს გრანულები წყალგამძლე, წყალშემწოვი, მექანიკური ზემოქმედების მიმართ მდგრადია, ახდენს ნიადაგის ფორმირებას, ნიადაგი ხდება ნაყოფიერი და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, კოპროლიტები ნიადაგის ფლორის ფართო სპექტრის მიკრობიოლოგიური აქტივობის ცენტრებია. ჭიაყელების საჭმლისმომნელებელი არხი კი ნიადაგის მიკროფლორის შევსების მუდმივი წყაროა მიკრობების ახალი გენერაციებით - მკვდარი მცენარეული და ცხოველური ქსოვილების ძირითადი მომხმარებლებით.
Lumbricidae - ს სიცოცხლის ხანგრძლივიბა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 4-დან 16 წლამდე აღწევს.

როგორც ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, კულტივირებული ჭიაყელები არ ავადდებიან, ამთზე არ ვრცელდება ეპიდემიები. იღუპებიან მხოლოდ იმის გამო, რომ არა არის დაცული მათი მოშენების ტექნოლოგია.
ხელოვნურად გამოყვანილი სახეობის Lumbricidae Eisenia colchidica optimum -ის მოშენება დახურულ სათავსებში მთელი წლის განმავლობაში ხდება.

ამ ჭიაყელების მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი განკუთვნილია სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ორგანული ნარჩენების( ცხოველების ნაკელი, ფრინველის სკინტლი, მცენარეული ნარჩენები, გამწმენდი ნაგებობების ჩამდინარე წყლების ნალექი, კვების მრეწველობის გადამამუშავებელი საწარმების ნარჩენები) დაჩქარებული და უფრო ხარისხიანი გადამუშავებისთვის ბიოჰუმუსად, რაც HUMUS BIOCOMPLEX OASIS - ის საფუძველია. ერთდროულად ის არის ორგანული სასუქი, ნიადაგის კონდიციონერი, დაბინძურებული ნიადაგის აღმდგენი, ნიადაგის მიკრობიოლოგიური მდგომარეობისა და სტრუქტურის გამაუმჯობესებელი.
შეიძინეთ Lumbricidae
ტემპერატურის დიაპაზონი + 15-დან "+20 გრადუსამდე
ერთი ჭიაყელა წელიწადში იძლევა 1500 ინდივიდს და მინიმუმ 110 კგ ბიოჰუმუსს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ერთი ტონა ნაკელიდან იღებენ საშუალოდ 500 კგ ბიოჰუმუსს და დაახლოებთ 20 კგ ჭიაყელას.
Lumbricidae Ei senia colchidica optimum-ის პარაზიტოლოგიური მდგომარეობის მრავალჯერადი ანალიზი ამტკიცებს, რომ მათ აქვთ უნარი, დამოუკიდებლად გათავისუფლდნენ მცანარეული და ცხოველური წარმოშობის ნემატოდებისგან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჭიაყელები შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ ქათმებისთვის, იხვებისთვის, ბატებისთვის, ტბორის თევზისთვის. ეს შესანიშნავი ცილოვანი საკვებია ამ სახეობის ცხოველებისთვის, იძლევა სხვა ძვირადღირებული საკვების(მარცვლეულის სახით) ეკონომიას და დიდ მატებას წონაში.
კომპოსტის ჭიაყელებისთვის სუბსტრატის მომზადება საკვანძო რგოლია ვერმიტექნოლოგიაში. სუბსტრატის ბუნების, მისი შემადგენელი კომპონენტებისა და სხვა ფაქტორების შეხამებაზეა დამოკიდებული ჭიაყელების პოპულაციის ზოგადი მდგომარეობა, მათი გამრავლების ინტენსივობა და ბიომასის დაგროვება, კოპროლიტების ხარისხი და რაოდენობა.

Lumbricidae Eisenia colchidica optimum- ის მოშენება და HUMUS BIOCOMPLEX OASIS - ის წარმოება ОASIS VERITAS- ის ტექნოლოგიით ხორციელდება მსხოლფება რქოსანი პირუტყვის ნაკელის კომპოსტის საფუძველზე.
სუბსტრატს ორმაგი მნიშვნელობა აქვს Lumbricidae - თვის: პირველ რიგში, ეს არის გარემო, სადაც ისინი ბინადრობენ და ახორციელებენ სასიცოცხლო ფუნქციებს, და შენდეგ ეს არის საკვები, რომელიც უზრუნველყოფს მათ სიცოცხლისუნარიანობას.

მიწის ჭიაყელებისგან განსხვავებით Lumbricidae Ei senia colchidica optimum ადაპტირებულია ფხვიერ ნიადაგში არსებობისა და გადაადგილებისთვის. მყარი გრუნტი მათთვის დაუძლეველი წინააღმდეგობაა. სუბსტრატის სიფხვიერე კარგი აერაციის გზით ქმნის ოპტიმალურ პირობებს ჭიაყელების სუნთქვისთვის, გარემოს ქიმიზმი, მათ შორის აეროვანი შემადგენლობა, ტემპერატურა და ტენიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პირობებია ჭიაყელების მოსაშენებლად.

Lumbricidae Eisenia colchidica optimum:

ადვილად გადადის ერთი ტიპის საკვებიდან მეორეზე; ადაპტირებულია სხვადასხვა საკვები სუბსტრატის მიმართ - ძროხის ნაკელი, ქათმის სკინტლი და წინა წლის ფოთოლი მსხვილფეხა რქოსნი პირუტყვის ნაკელთან ერთად გარკვეული პირობებით.
ინარჩუნებს მაღალ სიცოცხლისუნარიანობასა და მწარმოებლურობას განსახლების მაღალი სიმჭიდროვის პირობებში.
ცოცხალი Lumbricidae Eisenia colchidica optimum:

გთავაზობთ ჭიაყელებს ბიოჰუმუსის წარმოებისთვის, ვერმიკომპოსტირებისთვის, იდეალურია თევზაობისთვის:

20$
400
80$
2500

წარადგინეთ თქვენი განაცხადი

ჩვენ ველოდებით თქვენს პროექტებს